ბორჯომში, 15 იანვარს, ახალგაზრდა ოპერის მომღერლები კონცერტს გამართავენ

ბორჯომში, 15 იანვარს, ახალგაზრდა ოპერის მომღერლები კონცერტს გამართავენ

ბორჯომში, 15 იანვარს, 18:00 საათზე, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, წმ. სერაფიმ საროველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით თბილისიდან მოწვეული ახალგაზრდა ოპერის მომღერლები კონცერტს გამართავენ.

ღონისძებაზე მონაწილეობას მიიღებს 6 მუსიკოს-შემსრულებელი: მარიამ ბარათაშვილი - მეცო სოპრანო; გიგი ბერაია - ლირიული ტენორი; გიორგი ჭელიძე - ბანი; ქეთევან სიხარულიძე - სოპრანო; გიორგი მჭედლიშვილი - ბარიტონი; ჯაბა გეგეშიძე - დრამატული ტენორი.

ღონისძიებაზე შესრულდება დიმიტრი არაყიშვილის, ვაჟა აზარაშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, იაკობ ბობოხიძის, სერგეი რახმანინოვის, პეტრე ჩაიკოვსკის, ედუარდ ნაპრავნიკის, ჯოაკინო როსინის, გაეტანო დონიცეტის და სხვათა ნაწარმოებები.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და ეძღვნება მეუფე სერაფიმეს ანგელოზის დღეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია