რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული (+ ფოტო)

რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული (+ ფოტო)

რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული - ისინი პარლამენტის შენობის წინ მშენებარე ნაგებობაში შეფარებულ "თავისუფალი ზონის" წევრების დაკავებას ცდილობენ. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელევიზიის ინფორმაციით, მოძრაობის წევრებმა დღეს დილით პარლამენტის შენობის წინ გააკრეს დიდი ზომის ბანერი, რომელზეც ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას წიგნის სათაური "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" იყო დაწერილი.

ბანერი საპატრულო პოლიციამ მალევე ჩამოხსნა, ხოლო აქციის ორგანიზატორებმა მშენებარე შენობას შეაფარეს თავი. პოლიციამ ფაქტი ხულიგნობად შეაფასა და ამ წუთებში ისინი სწორედ აქციის მონაწილეთა დაკავებას ცდილობენ.

"რუსთავი 2"-ს ფოტომასალა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა