ხელნაკეთი ბიბლია - ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა "პალიტრა L"-სგან

ხელნაკეთი ბიბლია - ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა "პალიტრა L"-სგან

მსოფლიო დონის მოაზროვნეები, მწერლები, მეციერები და პოლიტიკური მოღვაწეები მას კაცობრიობის უმთავრეს საგანძურად აღიარებენ. "ის ერთადერთი წიგნია მთელს მსოფლიოში, რომელშიც ყველაფერია!", - წერდა ალექსანდრე პუშკინი. ამერიკის პრეზიდენტები კი მიიჩნევდნენ, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა სწორედ ბიბლიას ეფუძნება - "შეუძლებელია, სახელმწიფო სწორად მართო ღმერთისა და ბიბლის გარეშე", - ამბობდა ჯორჯ ვაშინგტონი.

ბიბლია ყველაზე პოპულარული წიგნია მსოფლიოში. იგი 500-მდე ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ორიგინალურ გამოცემათა ნუსხას გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის წყალობით კიდევ ერთი შეემატა. ”პალიტრა L”-ის მიერ ლიმიტირებული ტირაჟით გამოცემული ბიბლია, შეიძლება ითქვას, რომ შეუფასებელი და ამავე დროს, ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

განსაკუთრებული გამოცემა მხოლოდ 399 ეგზემპლარად დაიბეჭდა. ყოველი წიგნი უნიკალურია და საკუთარი ნომერი აქვს. გამოცემას უნიკალურობას სძენს აგრეთვე ის, რომ იგი ხელით დამზადებულ მოვარაყებულ კარედშია ჩასმული - 1000 გვერდიან წიგნზე ყდა ხელით არის გადაკრული. ბიბლიის ყდა ხელოვნების მუზეუმში დაცული სტელებიდან, ხელით შესრულებული ძველი ქართული ორნამენტებითაა შემკული.

წიგნი საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2009 წელს გამოცემული ბიბლიის ტექსტის მიხედვით მომზადდა. ამასთან, ტექსტი ძვირფას ქაღალდზეა დაბეჭდილი. გამოცემაში დატანილია ხელნაწერთა მუზეუმში დაცული ფერადი ილუსტრაცია.

წიგნების ლიმიტირებული ტირაჟით გამოცემა მსოფლიოს წამყვან გამოცემებში აპრობირებული პრაქტიკაა. მსოფლიოს მასშტაბით მაღალი დონის გამომცემლები, რომლებიც მკითხველის ნდობით სარგებლობენ, წიგნების სხვადასხვა ლიმიტირებულ ტირაჟს, სპეციალურ სასაჩუქრე ვერსიებს ყიდიან. გამოცემები ძვირადღირებულია და საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის არის გათვლილი.

აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მიიჩნევდა, რომ "ბიბლია - ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ღმერთმა გაუკეთა კაცობრიობას". "რაც უფრო ადრე დაიწყებენ ჩემი შვილები ბიბლის კითხვას, მით უფრო დარწმუნებული ვიქნები, რომ ისინი თავანთი ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეები იქნებიან", - ამბობდა ჯონ ადამსი. ფილოსოფოსი იმანუელ კანტი კი წმინდა წერილს ყველაზე ძვირფას წიგნად მიიჩნევდა, როელიც "საკუთარ ღვთაებრივ წარმოშობას საკუთარი შინაარსით ადასტურებს".

ბიბლია მართლაც რომ საუკეთესო საჩუქარია საყვარელი და პატივსაცემი ადაიანისთვის. მაგალითად, აშშ-ში დღეში 168 000 ადამიანი ან ყიდულობს, ან საჩუქრად იღებს ბიბლიას.

”პალიტრა L”-ის უნიკალური გამოცემის ღირებულება, სავარაუდოდ 500 ლარი იქნება. წიგნი ”ბიბლუსი გალერეაში”, ასევე საეკლესიო და საიუველირო ნივთების მაღაზიებში გაიყიდება.

გარდა ამისა, გამომცემლობა ”პალიტრა L” სამომავლოდ, ლიმიტირებული ტირაჟით ”ვეფხისტყაოსნის” გამოცემასაც გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის "50+ბიბლია+49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში ”პალიტრა L”-მა 2013 წელს ბიბლიის მრავალრიცხოვანი ტირაჟი გამოსცა. წიგნის შეძენა მსურველებს 14 ლარად შეეძლოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია