ვინ არის ადეიშვილის აგენტი "მსუქანი ზოია", რომელზეც საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

ვინ არის ადეიშვილის აგენტი "მსუქანი ზოია", რომელზეც საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ ძებნილ პირთა ჩამონათვალს ახალი ძებნილი, ზოია ჩხაიძე დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალბატონი, რომელზეც ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა, ადეიშვილის აგენტია.

ზოია ჩხაიძის წარსულის შესახებ გაზეთ "პრაიმ-ტაიმსს" ყოფილი პროკურორი და საზოგადოებრივი მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანა თხელიძე ესაუბრა. ინტერვიუში რესპოდენტი მის საქმიანობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოია ჩხაიძე შედიოდა საკანში მსხვერპლთან მოლაპარაკებაზე, რათა ეჭვმიტანილს გადაეხადა ფული და საპროცესო გარიგების საფუძველზე დაეტოვებინა საპყრობილე. გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

"ზოია ჩხაიძე იპოთეკისთვის ამზადებდა ყალბ დოკუმენტაციას, თუმცა, ბანკში მისვლისთანავე აკავებდნენ ყველას, ვინც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით, ზოია ჩხაიძე შედიოდა საკანში მსხვერპლთან მოლაპარაკებაზე, რათა ეჭვმიტანილს გადაეხადა ფული და საპროცესო გარიგების საფუძველზე დაეტოვებინა საპყრობილე. ვფლობ, ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზოია ჩხაიძე დიდხანს იმალებოდა, თუმცა ამ დღეებში კვლავ გამოჩნდა, კვლავ ეძებს კლინეტებს, კვლავ ეძებს მსხვერპლებს და ამტკიცებს, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნებთან კარგ ურთიერთობაშია. მოუწოდებ პროკურატურის თანამშრომლებს და ხელმძღვანელ პირებს, ზოია ჩხაიძე არც ერთ საქმეში არ უნდა იყოს გამოყენებული, რათა მისი მეშვეობით გაიზარდოს გამოძიებული საქმეების რაოდენობა, არამედ ის უნდა მისცენ პასუხისგებაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეები კვლავ არ მიენდონ გაქნილ აფერისტს, ზოია ჩხაიძეს და ამ გზით თავი არ დაიღუპონ", - ამბობს ნანა თხელიძე.

Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა არის ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ზოია ჩხაიძე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ ძებნილ პირთა ჩამონათვალში მოხვდა.

როგორც Police.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1956 წლის 28 აპრილს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ზოია ჩხაიძე იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 2-ე ნაწილის "ა" და 3-ე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გამოყენებულია ფრაგმენტი მირიან ბოქოლიშვილის სტატიიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ