როგორ ცხოვრობს არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტახტის მემკვიდრე

როგორ ცხოვრობს არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტახტის მემკვიდრე

ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი დუბაის პრინცია და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტახტის ერთ-ერთი მთავარი მემკვიდრე. ამჟამად მისი ქონება 18 მილიარდ დოლარს აღემატება.

პრინცმა პირველადი განათლება კერძო სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა ბრიტანეთის სამხედრო სასწავლებელსა და ლონდონის ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო. ამჟამად, 32 წლის შეიხი დუბაის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილისა და სპორტული პრეზიდენტის პოსტებს იკავებს. მამის მსგავსად, ჰამდანი ლექსებს წერს, რომელთა ძირითადი მოტივები ოჯახი, სამშობლო და რომანტიკული ურთიერთობებია.

პრინცი კარგი მხედარია, მან აზიური თამაშების დროს ოქროს მედალიც კი მიიღო. გარდა ცხენებისა, მას უამრავი ჰობი აქვს, მათ შორის: ნადირობა, ალპინიზმი, სიმაღლიდან ხტომა, ავტომობილები და ა.შ. თუმცა, მისი ერთ-ერთი საყვარელი გატაცება ფოტოგრაფიაა. ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდას საკუთარი ბლოგიც კი აქვს, სადაც მოყვარულ ფოტოგრაფებს რჩევებს აძლევს. ყველაფერთან ერთად, ჰამდანი საქველმოქმედო პროექტებზე მუშაობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებებს იცავს.

იხილეთ გალერეა

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

პატარა ლაზარეს, რომელსაც ძვლის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა