ავტორი:

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

1970-იან წლებში ბულგარეთში არქეოლოგებმა ძვ.წ. V ათასწლეულის სამარხს მიაკვლიეს, რომელიც სპილენძის ხანას განეკუთვნებოდა. საფლავში მკვლევარებმა ათობით ოქროს სამკაული იპოვეს, რომლებიც დღემდე აღმოჩენილი ოქროს ყველაზე ძველ ნაკეთობებად ითვლება. მკვლევარების თქმით, ერთ სამარხში იმდენი ოქრო იყო განთავსებული, რაც იმავე პერიოდის ყველა დანარჩენ სამარხში ერთად აღებული.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სამარხები ძვ.წ. მე-5 ათასწლეულს განეკუთვნებოდა, რა დროსაც თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე ვარნას უძველესი კულტურა იყო გავრცელებული.

  • ვარნას ცივილიზაცია

ვარნა ერთ-ერთი უძველესი და მაღალგანვითარებული ცივილიზაცია იყო, რომელმაც განვითარების მწვერვალს ძვ.წ. 4 400-4 100 წლებში მიაღწია და შემდეგ ძალიან მალე გაქრა, თითქოს არასოდეს უარსებია.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვარნას ცივილიზაცია კიდევ უფრო ძველია ვიდრე მესოპოტამია და ძველი ეგვიპტე. ისინი ითვლებიან ყველაზე ძველ ცივილიზაციად, რომელმაც ოქროს დამუშავება და სამკაულების დამზადება ისწავლა.

1972 წლის ოქტომბერში ბულგარეთში წარმოებულმა გათხრებმა ვარნას ისტორიის შესახებ არსებული ცნობები თავდაყირა დააყენა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს უძველესი სამარხი, რომელიც დღემდე ბულგარეთის ტერიტორიაზე ყველაზე განსაცვიფრებელ აღმოჩენად ითვლება. გათხრებს წლების განმავლობაში ცნობილი არქეოლოგები მიხაილ ლაზაროვი და ივან ივანოვი უდგნენ სათავეში. მათ ათწლეულების მანძილზე 300-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 22 000-ზე მეტი არტეფაქტი იყო. ნივთებს შორის 3 000-ზე მეტი ოქროს ნაკეთობა იყო, რაც ჯამში 6 კილოგრამს იწონიდა.

არქეოლოგების განსაკუთრებული განცვიფრება სამარხმა N43-მა გამოწვია, სადაც ოქროს უამრავი ნაკეთობა იპოვეს... წაიკითხეთ ვრცლად

რატომ "ეძებს" ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს - ჰოლივუდის ვარსკვლავის მიმართვა

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი?