ფიროსმანის უნიკალური ტილო სრულყოფილი სახით პირველად გამოიფინება

ფიროსმანის უნიკალური ტილო სრულყოფილი სახით პირველად გამოიფინება

"ნადირობა ინდოეთში" - ფიროსმანის უნიკალური ტილო სრულყოფილი სახით დღეს პირველად გამოიფინება. ეროვნულმა მუზეუმმა სურათის სარესტავრაციო სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის "ნადირობა ინდოეთში" 1930 წელს, მწერალ სერგო კლდიაშვილისგან შეიძინა. თუმცა, სურათის ზედა ნაწილიდან ამოჭრილი იყო ფრაგმენტი მიმავალი მამაკაცის ფიგურით. ტილოს ამოჭრილი ფრაგმენტის შეძენა მუზეუმმა მოგვიანებით მოახერხა.

ნიკო ფიროსმანის აღნიშნული სურათის ფრაგმენტი პირველად, 1930 წელს, მოსკოვში ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია