რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა - 5 ნაბიჯი ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე

რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა - 5 ნაბიჯი ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე

ეს Mazda 2 ზუსტად 9 წელი მემსახურა და უკვე დროა, რომ გავყიდო. როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ ავტომობილის გაყიდვით მაქსიმალური სარგებელი ვნახოთ? წარწერიანი ფურცლის უკანა მინაზე დაკვრა და გაზეთში განცხადების გამოქვეყნება მოძველებული საშუალებებია. დღეს მანქანების უმეტესობა ინტერნეტით იყიდება. როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი? გაგაცნობთ ხუთ ნაბიჯს.

1. მოამზადეთ გასაყიდი ავტომობილი

ძარა: ავტომობილის სისუფთავეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მანქანა საფუძვლიანად უნდა გარეცხოთ

სისუფთავის გარეშე არაფერი გამოვა! ხომ გაგიგონიათ, თვალი ყიდულობსო... გარეცხეთ გასაყიდი ავტომობილი და გაუკეთეთ მას პოლირება. ძარა უნდა ბრწყინავდეს, რადგან პირველი შთაბეჭდილება ხშირად გადამწყვეტია. შემდეგ გაწმინდეთ ინტერიერი, ჩაუტარეთ ქიმწმენდა სავარძლებს, შალითებს და ხალიჩებს. ასევე საფუძვლიანად უნდა გაწმინდოთ ძრავა და მისი მიდამოებიც. კაპოტქვეშ ფოთლის ნაგლეჯიც კი არ უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ საბარგულის გასუფთავებაც. ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება დაეზარება, დაახლოებით 100-150 ლარად (გააჩნია ჭუჭყს) ავტომობილს გაუკრიალებენ, პოლირების ფასი კი ყველგან სხვადასხვანაირია.

სალონი: ინტერიერის სისუფთავეც მნიშვნელოვანია. მანქანაში უნდა იყოს იდეალური სისუფთავე და არ უნდა იყოს ცუდი სუნი

2. ფოტოების გადაღება

ინტერნეტში ათასობით განცხადებას ნახავთ, მაგრამ მხოლოდ ერთეულების ფოტოებია ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ავტომობილი ფონზე გამოკვეთილი უნდა იყოს. უმჯობესია, კარგ ამინდში და დღის შუქზე გადაღება. კარგად დააკვირდით: შეიძლება, მანქანა მარცხნიდან უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე მარჯვნიდან. არ დაგავიწყდეთ დეტალების ფოტოებზე აღბეჭდვა: გადაიღეთ კოკპიტი, სალონი, სავარძლები. გადაუღეთ ფოტო ყველაფერს, რასაც მნიშვნელოვნად და თქვენი ავტომობილის კარგ ატრიბუტად მიიჩნევთ. უმჯობესია, გადაიღოთ ზედმეტად ბევრი, ვიდრე ცოტა ფოტო. აღბეჭდეთ ნაკაწრებიც - პოტენციური მყიდველი ასეთ გულახდილობას ყოველვის აფასებს. ეს ნდობას იწვევს, თქვენ კი, როგორც გამყიდველს, ნდობა ყველაზე მეტად გჭირდებათ!

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია