ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ფრიდონ არჩვაძე დამნაშავედ ცნო. ფრიდონ არჩვაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ფრიდონ არჩვაძემ ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობისა და შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით განსაკუთრებული სისასტიკით, ხმლით მოაჭრა თითისა და ყურის ნაწილები, გადაუჭრა მუხლი, ჩაუმტვრია კოჭის ძვალი და სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის თავის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. სამართალდამცავებმა ფრიდონ არჩვაძე 25 აპრილს დაკავეს, მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ