ქართველი მეცნიერების როლი სამყაროს წარმოშობის კვლევის პროცესში

ქართველი მეცნიერების როლი სამყაროს წარმოშობის კვლევის პროცესში

მიჩნეულია, რომ დიდი აფეთქების დროს ნაწილაკები და ანტინაწილაკები ერთნაირი რაოდენობით დაიბადნენ.

აქედან გამომდინარე, თუ არსებობს სამყარო, უნდა არსებობდეს ანტისამყაროც, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. დღემდე შექმნილი ხელსაწყოები ხილულ სამყაროს - ვარსკვლავებს, გალაქტიკებს აღიქვამენ. ეს კი საწყისი, დიდი აფეთქების დროს არსებული ენერგიის მხოლოდ 5%-ია. დანარჩენი 95% ამოსაცნობია.

ანტიკური დროიდან მოყოლებული დღემდე, სამყაროს შესაქმნელად საჭირო ფუნდამენტური ნაწილაკების რიცხვმა საკმაოდ დიდი რეფორმაცია განიცადა. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ სამი (წყალი, ჰაერი და ცეცხლი) სუბსტანციაა ამისთვის საკმარისია. ქიმიის განვითარებამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ასამდე ქიმიური ელემენტი სამყაროს შემქმნელ ძირითად "აგურებად" მიეჩნიათ. მეოცე საუკუნის დასაწყისში კვანტური და საერთოდ, ბირთვული ფიზიკის განვითარებამ შეცვალა არსებული აზრი - თუკი საკმარისად მხოლოდ პროტონი და ელექტრონი მიაჩნდათ, ახლა უკვე თორმეტ ასეთ ელემენტარულ ნაწილაკზეა საუბარი. სწორედ მათგან შედგება როგორც ცოცხალი ორგანიზმები და საგნები, ისე გალაქტიკები. ამ და სხვა, სრულიად ახალი ნაწილაკების (როგორიცაა, მაგალითად, ახლახან აღმოჩენილი ჰიგსის ბოზონი) დანიშნულების ამოცნობაა გასული საუკუნის შუა წლებში ქალაქ ჟენევის მახლობლად, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე შექმნილი, ევროპის ბირთვული ფიზიკის ცენტრის (ცერნის) კვლევის ერთ-ერთი საგანი.

ცერნის ლაბორატორიაში განთავსებული ადრონული კოლაიდერი დღეს ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების სტადიაშია. კოლაიდერის შექმნასა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა შორის, ქართველებიც მონაწილეობენ. მათი კვლევის ძირითადი საგანია: როგორი იყო სამყარო მისი წარმოქმნის დროს, 14 მილიარდი წლის წინ პირველ მიკროწამებში; როგორ შეიქმნა პირველი ელემენტარული ნაწილაკი, ატომი, მოლეკულა, შემდეგ კი - ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები; რა არის შავი ხვრელი; განვითარების რა გზა გაიარა და როგორი დასასრული ექნება სამყაროს... ჩვენ "ატლას-ექსპერიმენტის" ადრონული კალორიმეტრის ტექნიკური მომსახურების ჯგუფის უფროსს, მეცნიერ ირაკლი მინაშვილს დავუკავშირდით...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია