ვინ არის მამაკაცი, რომელიც ექს-პრეზიდენტის მანქანას ყიდის? - "რაც მეტი დრო გავა, ამ მანქანის ფასი უფრო მოიმატებს"

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ექს-პრეზიდენტის მანქანას ყიდის? - "რაც მეტი დრო გავა, ამ მანქანის ფასი უფრო მოიმატებს"

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე გამოჩნდა განცხადება, რომლის მიხედვით, 32 000 დოლარად ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნაქონი მერსედესი იყიდება. ჩვენ დავუკავშირდით განცხადების ავტორს (რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა) და კომენტარი ვთხოვეთ:

სოსო:

- მას შემდეგ, რაც ეს განცხადება განთავსდა, 1 000-ზე მეტმა ადამიანმა დამირეკა. ეს მანქანა ჩემი მეგობრის საკუთრებაა. ის დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობს და მთხოვა, რომ გამეყიდა და მაგიტომ არის მითითებული ჩემი ნომერი, თორემ მანქანა ჩემს საკუთრებას არ წარმოადგენს.

- ბევრია ყიდვის მსურველი?

- კი. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ყიდვის სურვილი. ზოგს პირადი მოხმარებისთვისა უნდა, ზოგმაც დამირეკა, რომ მუზეუმს აკეთებს და იმისთვის უნდა ეს მანქანა. ჯერჯერობით რეალური მყიდველი არ გამოჩენილა.

- რის გამოა ამხელა ინეტერსი, მანქანაა კარგ მდგომარეობაში, თუ იმის გამო, რომ ამ მანქანით, თქვენი თქმით, ექს-პრეზიდენტი სარგებლობდა?

- ალბათ უფრო მანქანის მდგომარეობის გამო, რადგან 1985 წელს გამოშვებული მანქანაა და არის იდეალურ მდგომარეობაში. ისე, რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ მანქანის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

- ექს-პრეზიდენტის ოჯახიდან ხომ არ დაგკავშირებიან?

- არა, არავის დაურეკავს.

- თქვენ მეგობართან როგორ მოხვდა ეს მანქანა?

- ჩემმა მეგობარმა ვიღაცისაგან იყიდა, რომელსაც თავის მხრივ სხვისგან აქვს ნაყიდი, ხოლო იმასთან როგორ მოხვდა, ნამდვილად არ ვიცი.

- თქვენი მეგობარი თუ იყენებდა ამ მანქანას გადსაადგილებლად?

- ძალიან იშვიათად. ეს მანქანა დიდი ხანია გაჩერებულია და მეც არ ვიყენებ სასიარულოდ. ვინც იყიდის, ვერ გეტყვით, სასიარულოდ გამოიყენებს, თუ რელიქვიად შეინახავს. ვის რა უდევს თავში, ძნელია ამის თქმა.

- რაიმე განსაკუთრებული შტრიხი თუ აქვს ამ მანქნას?

- კი, ძალიან ბევრი გასნაკუთრებული ნიშან-თვისება აქვს მანქანას, რომელიც ამ დროს გამოსულ მანქანებს არ აქვთ. მაგ: მანქანას აქვს ჯავშანი, რაც შესაბამისად ზრდის ფასს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებას ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია გამოეხმაურა, რომელმაც უარყო, რომ ინტერნეტში გასაყიდად გამოტანილი "მერსედესის" მარკის ავტომობილი პრეზიდენტ გამსახურდიას ეკუთვნოდა [მეტი].

იხილეთ ფოტოგალერეა

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია