ადვოკატმა ოჯახის 6 წევრისა და ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე უარი განაცხადა

ადვოკატმა ოჯახის 6 წევრისა და ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე უარი განაცხადა

სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა, ავტომატური იარაღით დაცხრილა. სასწაულებრივად გადარჩა 6 თვის ჩვილი, რომელიც ამჟამად ერევანის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას უმძიმესად აფასებენ... ჩვენ გიურმის მაცხოვრებელ რობერტ მარტიროსიანს დავუკავშირდით, რომელიც შემთხვევის შესახებ გვიყვება... მისი თქმით, გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე რიგითი 18 წლის ვალერი პერმიაკოვმა მას შემდეგ, რაც ექვსი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ავტომატი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, ქალაქში სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდა და მიიმალა. ის სომხეთ-თურქეთის საზღვარზე დააკავეს.

ცნობილი გახდა, რომ ადვოკატმა ბრალდებულის დაცვაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ რაც თავდასხმის შემზარავ დეტალებს გაეცნო.

"როდესაც საქმეს ვეცნობოდი და იმ ნაწილამდე მივედი სადაც საუბარი ახალშობილის მკვლელობის მცდელობაზე მიდიოდა, თავი ვეღარ შევიკავე, ემოციები ვერ მოვთოკე და ავტირდი, ეს არაპროფესიონალურია, თუმცა მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი მისი უფლებების დაცვას.

დაკითხვისას ის იყო მშვიდი. კითხვებს პასუხობდა ადეკვატურად,  აღიარა დანაშაული, გამომძიებლის კითხვაზე ნანობს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს უპასუხა, რომ ნანობს.

მე უარი განვაცხადე მის დაცვაზე, ხშირად ვიცავდი ადამიანებს , რომლებიოც ჩადიოდნენ მკვლელობებს, თუმცა მსგავსი ჩემს პრაქტიკაში, როდესაც საქმე ჩვილის მკვლელობას ეხებოდა. მე საკუთარ ემოციებთან გამკლავება ვერ მოვახერხე"- განაცხადა ბრალდებულის ყოფილმა ადვოკატმა თამარა იალოიანმა "რუსთავი 2"- თან სატელეფონო კომენტარში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ