ოკუპირებულ აფხაზეთში ესტონეთის პრემიერმინისტრს პასუხობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ესტონეთის პრემიერმინისტრს პასუხობენ

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი კან ტანია ესტონეთის პრემიერმინისტრ ტაავი რიივასის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. "საქართველო და მისი მეგობრები ვერ ეგუებიან ახალ პოლიტიკურ რეალობებს. საქართველოს პოლიტიკა აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია წლების განმავლობაში, მიუხედავად ამ ქვეყანაში ხელისუფლების პერიოდული ცვლილებისა.

ესტონეთის პრემიერის განცხადება აშკარა მაგალითია სასურველის სინამდვილედ წარმოჩენისა. აფხაზეთი შემდგარი ქვეყანაა და მისი საერთაშორისო პოზიციები მაინც გამყარდება, მიუხედავად ჩვენი არამეგობრების განცხადებებისა. დღეს აფხაზეთისთვის იღება ახალი შესაძლებლობები მისი დაჩქარებული განვითარებისთვის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და მისი საერთაშორისო არენაზე გამყარებისთვის", - განაცხადა ტანიამ.

თბილისში რამდენიმე დღის წინ ვიზიტით მყოფმა ესტონეთის პრემიერმინისტრმა ტაავი რიივასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?