გარყვნილების პროპაგანდის ანატომია - ლევან ვასაძის წერილი

გარყვნილების პროპაგანდის ანატომია - ლევან ვასაძის წერილი

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების სიჩქარემ და ანტიდემოკრატიულობამ დააგვირგვინა საქართველოში დამყარებული დასავლური ლიბერალიზმის დიქტატურის ხელწერა. პარლამენტში დაუმსახურებლად აღმოჩენილმა ნულოვანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელებმა გააგრძელეს მოღვაწეობა ქვეყნის გარყვნისა და დეგრადაციის მიმართულებით. სხვა ტაქტიკით, მაგრამ იმავე სტრატეგიით. მათმა მოჩვენებითმა კორექტულობამ უფრო დიდი ნაყოფი გამოიღო, ვიდრე ხალხის მაწამებელი სააკაშვილის ეპატაჟურმა ისტერიულობამ, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ეკლესიის პოზიციიების შევიწროების მიმართულებით.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს არ ჰყავს ეროვნული იდეოლოგიისა და ინტერესების გამტარებელი პარლამენტი და ამის შედეგად – ნაწილობრივ მთავრობაც, თუმცა, ჯერჯერობით, იქ საქმე უკეთესადაა, ვიდრე პარლამენტში. ბრტყელი შაბლონები, რომლებსაც ჩვენი ქვისსახიანი ახალი პოლიტიკოსები მანტრასავით იმეორებენ, გამოფატრული და უშინაარსოა. "ქვეყნის ევროპული არჩევანი", "ევროპული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები", "საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრობა", "საქართველოს ტრადიციებისა და ეკლესიის პატივისცემა" და სხვა მსგავსი კლიშეები უმოწყალოდ იშიგნება თვიდან თვემდე და ყოველგვარ შინაარსს კარგავს მოსახლეობისათვის.

ამ ფუღურო მიდგომის განსაკუთრებული ლუსტრაცია ჯერ კიდევ შარშან ვიხილეთ, როდესაც მისი უწმინდესობის, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალე და მეტად საჭირბოროტო საშობაო ეპისტოლემ ჩვენი საზოგადოების ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ მცირე, მაგრამ ყველაზე მიკროფონიან და ხმაურიან ნაწილში დიდი აყალმაყალი გამოიწვია. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ვითომ მომხრეების მხრიდან ეს უკვე სასაცილო ტენდენციად იქცა: აზრი ან ადამიანი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან, უმალვე ხდება მათი მხრიდან აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი. ამჯერად ნაყოფის მკვლელობის გზით განაყოფიერების ტექნოლოგიის ეკლესიური კრიტიკა გახდა მათი "შემწყნარებლობის" გამოვლენის კიდევ ერთი საბაბი.

----------------------------

(*ნაცი - უკანალი)

საერთოდ, ბოლო 30-ოდე წლის განმავლობაში მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, კერძოდ კი დასავლეთის ქვეყნებში, გარყვნილების პროპაგანდამ აგრესიული რელიგიის თვისებები შეიძინა. ეს უეცარი მეტამორფოზა არ არის შემთხვევითი ან ქაოსური. იგი კარგად ორგანიზებული იდეოლოგიის შედეგია, რომელიც ემყარება გასაიდუმლოებულ რელიგიას. მისი გამტარებლები არიან ის ძალები, რომელთა მიზანი არის კაცობრიობაზე სრული კონტროლის დამყარება ერთი მსოფლიო ხელისუფლის გამეფების გზით. ეს არ არის იდეოლოგია, ეს არის რელიგია, რომელიც კაცობრიობისათვის სხვადასხვა სახელით არის ცნობილი და რომლის მიმდევართა საერთაშორისო ქსელიც ბოლო ათწლეულებია უკვე თითქმის სრულიად აკონტროლებს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას, მედიასა და ბიზნესს და ასევე დიდი გავლენა აქვს მსოფლიოს სხვა რეგიონების მრავალ ქვეყანაზეც. იდეოლოგია კი, რომელსაც ჩვენ ყველაზე ხშირად დასავლური ლიბერალიზმის სახელით ვიცნობთ, უბრალოდ ამ რელიგიის საჯარო ნაწილია, მიმართული საიდუმლო რელიგიის ნამდვილი რაობის შენიღბვასა და მისი ფარული მიზნების რეალიზაციაზე. რადგან ამ რელიგიას არსებული სახით კაცობრიობა არასოდეს მიიღებს, ამიტომ მისი ცბიერი, საჯარო იდეოლოგიური ნაწილი ცდილობს ადამიანების გაუცნობიერებელ დაყოლიებას ამ რელიგიის სამსახურში. ამისათვის ეს იდეოლოგია შთააგონებს ადამიანებს, რომ ისინი არიან დატუსაღებულნი თავს მოხვეული მორალური ნორმებით და რომ მათი ბედნიერება არის ზნეობისაგან გათავისუფლებაში.

თავად იდეოლოგიის მშობელი საიდუმლო რელიგიის მიზანი არის მსოფლიოს ხალხთა ყველა მთავრობის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება და დამორჩილება და ამის გვირგვინად ამ მთავრობის ერთიანი ხელმძღვანელის, მეფის დასმა. ამ ეზოთერიული რელიგიის მიხედვით, რომლის სრულ რაობას მხოლოდ ამ რელიგიის ქურუმთა უმნიშვნელო ნაწილი ფლობს, მსოფლიოში ერთიანი მთავრობის გამეფების შემდეგ სამყაროში მოხდება ზებუნებრივი ცვლილება და ისინი, ამ რელიგიის მიმდევრები, ფიზიკურად უკვდავნი გახდებიან, სამყაროში დამყარდება ადამიანთა სრული ჰარმონია და ბედნიერება მკაცრი იერარქიით...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია