საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობამ, 2014 წელს 4 490 500 კაცი შეადგინა, რაც 2013 წლის მონაცემებს აღემატება (4 483 800). ზოგადად, ტენდენციას თუ გადავხედავთ, 2006 წელთან შედარებით, მოსახლეობის აშკარა მატებაა.
2006 - 4 401 300
2007 - 4 394 700
2008 - 4 382 100
2009 – 4 385 400
2010 - 4 436 400
2011 - 4 469 200
2012 - 4 497 600
2013 - 4 483 800
2014 - 4 490 500
2014 წელს დაფიქსირებულ 4 490 500 ადამიანზე, კაცთა რიცხვი 2 141 400-ს შეადგენს, ხოლო ქალთა რიცხვი 2 349 100-ია. ქალთა რაოდენობა 207 700-ით მეტია კაცების რაოდენობაზე.
ამასთან, საქართველოში მატულობს განქორწინებათა რიცხვი - თუ, მაგალითად, 2006 წელს იყო 2 060 განქორწინების შემთხვევა, 2014 წელს ამ რიცხვმა 8 089 შეადგინა. თუ 2006 წელს 21 845 ადამიანი დაქორწინდა, დღეს ეს რიცხვი 34 693-ს შეადგენს.
გარდა ამისა, 2014 წლის პირველი იანვრის ინფორმაციით, საქართველოში დაიბადა 57 878 ადამიანი, ხოლო 48 553 გარდაიცვალა.
2013 წლის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა რიცხვი 95 064-ს შეადგენს, მათგან 39 483 კაცია, ხოლო 55 581 ქალი. 2013 წლის მონაცემებით, იმიგრანტების რიცხვი 92 458-ს შეადგენს, ამ რიცხვიდან 36 884 კაცია და 55 574 ქალი.
2013 წელს 37 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა. აქედან 15 წლამდე ქალებში 34 აბორტი გაკეთდა; 15-დან 19 წლამდე ასაკში - 1 833 აბორტი; 20-44 წლის ასაკის ქალებში - 34 881; 45 და მეტი წლის ქალებში - 270.
2013 წელს 857011 პენსიონერი არის დარეგისტირირებული, აქედან ქალთა რიცხვი 548 937 შეადგენს, ხოლო კაცთა 308 074-ია.
გიორგი ხარშილაძე