როგორც ჩანს, მკვლელები შვილებიდან მამებზე გადავიდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იური ვაზაგაშვილის მეგობარმა ჯამბულ გამცემლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა.
"ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა. როგორც ჩანს, მკვლელები შვილებიდან მამებზე გადავიდნენ", - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.
ახლობლების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი ამ დრომდე თავის შვილის სასაფლაოზეა დასვენებული, რის შემდეგაც პროზექტურაში გადაასვენებენ.