ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი იური ვაზაგაშვილის დაღუპვაზე

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი იური ვაზაგაშვილის დაღუპვაზე

ირაკლი ღარიბაშვილი - შოკირებული ვარ მომხდარით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"შოკირებული ვარ მომხდარით. იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისათვის თავზარდამცემია. მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ვაზაგაშვილების ოჯახს. ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია. გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან, სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ