ირაკლი ალასანია: მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია

ირაკლი ალასანია: მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს. "მინდა მწუხარება გამოვთქვა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის სატკივარი. წლებია საზოგადოება ელის სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის სამართლებრივ შეფასებას და ზურაბ ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიებას.

დღეს მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული!", _ ნათქვამია სამძიმრის წერილში.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ