ირაკლი შოთაძე: "ყველა დამნაშავე დაისჯება!"

ირაკლი შოთაძე: "ყველა დამნაშავე დაისჯება!"

კასპის რაიონის, სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილას მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე იმყოფება. შოთაძემ მედიის წარმომადგენლებმა მომხდარზე პირველი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მას ვაზაგაშვილთან ინტენსიური შეხვედრები ჰქონდა. შოთაძე აცხადებს, რომ პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლის მიხედვით ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროცესი დაიწყებოდა. "იური ვაზაგაშვილს მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონია",-აცხადებს შოთაძე.

ფოტო: ალეკო შარვაძე

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ