"გაჩენას ინანებთ!" - ვის ემუქრება ქართველი მოჯაჰედი და რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლებისგან

"გაჩენას ინანებთ!" - ვის ემუქრება ქართველი მოჯაჰედი და რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლებისგან

ბათუმელმა 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში იღებს მონაწილეობს, ამ ცოტა ხნის, წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მუქარის წერილი გამოაქვეყნა:

"ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა "კაგებეშნიკი," ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით... გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ, გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო! საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალაჰს, ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ!"

ბათუმელი მოჯაჰედი, რომელმაც თავისი მუქარებით საზოგადოების ყურადღება მიიქცია, კიდევ ერთხელ დაგვთანხმდა და სირიიდან ინტერვიუ მოგვცა.

- საზოგადოება გაეცნო თქვენს მოთხოვნებს და მუქარას, სწორია უდანაშაულო ადამიანებისთვის ამგავრი წერილების გზავნა და მათი დაშინება?

- ჩემს ნათქვამს კარგი გაგება სჭირდება, მანდ სურთ ხალხში პანიკა გამოიწვიონ, მსგავსი ავანტურისტები ბევრნი არიან საქართველოში და ამიტომ დაღუპეს საქართველო. სამწუხაროდ, 4 წელი ვლაპარაკობდი ამ თემაზე საქართველოში, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ყურანში არის ერთ ადგილი, სადაც ალაჰი ბრძანებს: ვისაც მე დავუბინდე გონება, მათ თქვენ ვერ შეასმენთ, რათა უკეთურები არიანო... ჩემს ინტერესებში არ შედის, ისედაც გასაცოდავებული ხალხი დავაშინო, ისლამი ამას არ ქადაგებს.

- რას გულისხმობთ უკეთურებაში?

- უკეთურებაა ის, როდესაც ადამიანები გარყვნილებას აღიარებენ, აკანონებენ და უზენაესი ალაჰის კანონების მიმდევრობას გვიკრძალავენ. ბათუმში გარყვნილებას ნერგავენ, გახსნეს ბორდელები, კაზინოები და კლუბები. გულის ამრევია, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ბათუმში ხდება...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია