ლევან ღვინჯილია ბინიდან გამოასახლეს - "აქ გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი"

ლევან ღვინჯილია ბინიდან გამოასახლეს - "აქ გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი"

ბინა, რომელშიც ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ოჯახთან ერთად 19 წელი ცხოვრობდა, მისი აღარ არის. "იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა", - წერს ღვინჯილია Facebook-ზე.

Facebook/ ლევან ღვინჯილია:

"ამ დღეს ველოდი, მოვესწარ..."

~ ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი.

~ წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე - სხვის ბინაში.

~დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მედებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.

- აი, ასე "წვერდამშვენებული" ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165.000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "უღრმესი მადლობა" მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი "გულისხმიერებისათვის", "პროკრედიტბანკსა და "ქართუს" ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი "პრინციპულობის" წყალობით იძულებული გავხდი სხვა ბანკიდან ამეღო კაბალური (წლიურ 36%-იანი) სესხი და... ცხადია დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.

- იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული....

~კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები.

~ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : "მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია" - აი, მისი პრინციპი.

~ ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.

~ მერე?

~მერე რა იქნება? - ეს ჯერ არ ვიცით!!!

~ "საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?"...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია