ისნის რაიონის ნაწილს 23 იანვარს, ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა ახალი აბონენტების ქსელებზე მიერთების სამუშაოებს უკავშირდება.
"თელასის" ინფორმაციით, ისნის რაიონში აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, მხარგრძელის, კალოუბნის, ჯავახეთის და წულუკიძის ქუჩების აბონენტებს ელექტრომომარაგება 11.00 საათიდან 14.00 საათამდე შეეზღუდებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.