აი, რა იწვევს საცობებს თბილისში!

აი, რა იწვევს საცობებს თბილისში!

იმისათვის, რომ საცობი წარმოიქმნას, ბევრი რამ სულაც არ არის საჭირო. თანაც, თუ მოძრაობა გაიჭედა, საცობი ყოველთვის ძალიან სწრაფად, წამებში იქმნება. ერთი დარღვევა, ერთი არასწორი გადაწყვეტილება, ერთი არასწორად "დაპარკინგებული" ავტომობილი, ან ერთი თავხედი მძღოლი თითქმის ყოველთვის საკმარისია იმისათვის, რომ მერე ათობით ან ასობით მძღოლს ნერვები დააწყდეს!

ამ შემთხვევაში კი საცობი ორმა დარღვევამ და ერთმა არასწორმა საქციელმა შექმნა. თუმცა იმ ორ მძღოლს ერთდროულად რომ არ დაერღვია, საცობი მაინც შეიქმნებოდა - უბრალოდ, შედარებით მსუბუქი საცობი გამოვიდოდა. ყველაფრის ერთობლიობამ კი აუტანელი სიტუაცია გამოიწვია.

ეს გუშინ, იოსებიძის ქუჩაზე მოხდა. ეს ცალმხრივი ქუჩაა, საიდანაც ავტომობილები სააკაძის მოედანზე გადიან და რაკი სააკაძის მოედანი თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ადგილად მიიჩნევა, საღამოს 6 საათიდან იოსებიძის ქუჩაზე საცობები ხშირია. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გააქვთ ნაგავი ამ ქუჩიდან მაინცდამაინც საღამოს 6 საათიდან 7-ის ნახევრამდე - მაშინ, როცა საცობის წარმოქმნის ალბათობა ისედაც ძალიან მაღალია. თანაც, ქუჩა ვიწროა და ნაგვის მანქანას გვერდს ვერავინ უქცევს. შესაბამისად, ყველა მძღოლი იძულებული ხდება, დაელოდოს, როდის მოამთავრებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თავიანთ საქმეს. თუმცა ისინიც ხვდებიან, რომ მოძრაობას აფერხებენ და საბედნიეროდ, მაქსიმალურად სწრაფად მოქმედებენ ხოლმე. სამწუხარო ისაა, რომ არავინ ავალებს და აკონტროლებს, რომ ამ ქუჩიდან ნაგავი მაინცდამაინც სარამოს 6-დან 7-ის ნახევრამდე არ გაიტანონ - იმ დროს, როცა იოსებიძიდან სააკაძის მოედნამდე მანქანით გასვლა ისედაც ჭირს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია