ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობას ტოვებს - "ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა"

ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობას ტოვებს - "ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა"

ბოლო განახლება| ღარიბაშვილის უწყების პირველი კომენტარი ჭიკაიძის გადაწყვეტილებაზე პოსტის დატოვების შესახებ

ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობას ტოვებს, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. Ambebi.ge ჭიკაიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა