ვინ იქნება ქვეყნის ახალი პირველი პოლიციელი და რა პროცესები დაიწყო მთავრობაში - "კიდევ ბევრი დატოვებს თანამდებობას"

ვინ იქნება ქვეყნის ახალი პირველი პოლიციელი და რა პროცესები დაიწყო მთავრობაში - "კიდევ ბევრი დატოვებს თანამდებობას"

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობას ტოვებს. ვინ იქნება ქვეყნის ახალი პირველი პოლიციელი და რა პროცესები დაიწყო მთავრობაში, ექსპერტი გია ხუხაშვილი განმარტავს:

- ჭიკაიძის გადადგომა აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებაა. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას უნდა აეღო - ამ შემთხვევაში კი, განტევების ვაცი ჭიკაიძე აღმოჩნდა. საერთოდ, ცივილიზებულ ქვეყნებში ასე ხდება, ეს ნორმალური პროცესია და ვერსიებზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.

- თუმცა კარგად გვახსოვს კიწმარიშვილის საქმეც, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა. რატომ არ აიღო მთავრობამ მაშინ პასუხისმგებლობა, თუ დღეს მმართველმა გუნდმა ხალხის ქუჩაში გამოსვლის საშიშროება იგრძნო და ამით პრევენციას შეეცადა?

- მართლაც, ვაზაგაშვილის გარდაცვალებას საზოგადოებაშიც მწვავე რეაქცია მოყვა - ისედაც, შინაგან საქმეთა მინისტრი ვალდებული იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. საერთოდ, ეს თანამდებობა ალექსადნრე ჭიკაიძეს არც კარიერულად და არც პოლიტიკურად თავიდანვე არ შეესაბამებოდა. სახელმწიფოს მართვა სხვა რამეა.

- ახლა მას პოლიტიკური ფიგურა შეცვლის?

- ამას მალე ვნახავთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აუცილებლად პოლიტიკური ფიგურა უნდა გახდეს. დღეს სახელი და გვარი არაფერს ცვლის, მთავრობაში სისტემური პრობლემაა. ვფიქრობ, სრულიად ხელისუფლების ეფექტურობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გაზაფხულზე მთავრობის ნდობის საკითხი ეჭვქვეშ დადგება - მასშტაბურ ცვლილებებს ველოდები.

- ჭიკაიძე გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია?

- რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, კიდევ არაერთ უმაღლესი თანამდებობის პირს მოუწევს თანამდებობის დატოვება.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა