"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია" - პოლიტიკოსების შეფასებები შს მინისტრის გადადგომაზე

"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია" - პოლიტიკოსების შეფასებები შს მინისტრის გადადგომაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანებს აწყობდა, ვინც მისი შვილი მოკლა და ვისაც დანაშაულის გახსნა არ სურდა. თუკი შს სამინისტროში დღეს კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, რომელთაც ე.წ. სპეცოპერაციასთან ჰქონდათ საქმე და ვინც სავარაუდოდ, აღნიშნული საქმით არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, ძიებას სავარაუდოდ ხელს უშლიდა, ასეთი ეჭვები ჰქონდა თავად იური ვაზაგაშვილს. ის ბევრს საუბრობდა ამაზე და კონკრეტულ თანამდებობის პირებს ასახელებდა. ცხადია ამ ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს. აქ ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებაა მინისტრის, რომ გადადგეს და მოხდეს პროცესისგან მისი დისტანცირება. როგორც კი რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება უწყებაში არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ მინისტრამდე მიდის", - აცხადებს მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ვაჟკაცურს უწოდებს.

"მე ვუფასებ, რომ ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო. მან პატივი სცა გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნას და თავისი ნებით დაწერა განცხადება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში გაქარწყლდება თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დარჩა და აქვს, რომ შეიძლება ჭიკაიძე ვიღაცას მფარველობდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.

"ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, გადადგა და გადადგა. გასაგებია, მას თავისი მოტივაცია აქვს - ესეც გავიგეთ. მე ვფიქრობ, ახლა ამის შეფასება არ არის იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ ყველამ ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად მივიღოთ გადაწყვეტილება ახალ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით. გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია, პრობლემა ძალიან ბევრია, ამიტომ მთავარი საფიქრალი და საზრუნავი შემდეგი შს მინისტრი უნდა იყოს. ჭიკაიძემ მიიღო თავისი გადაწყვეტილება და მე მხოლოდ პატივი შემიძლია ვცე მის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

როგორც ჩანს, მართალი იყო ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ალექსანდრე ჭიკაიძის მხრიდან გარკვეული პირების მფარველობას, ვგულისხმობ ვაზაგაშვილის საქმეს. ასე გამოეხმაურა ალეექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და თანამდებობაზე ყოფნის პერიდოში ჭორაობით იყო დაკავებული.

"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია. მისი მინისტრობის პერიოდში გაიზარდა კრიმინალი საქართველოში, ქურდებთან ღია ალიანსი გააფორმა სახელმწიფომ და თვითონ ჭიკაიძე იმით იყო დაკავებული, რომ ჭორაობდა არარსებული იარაღისა და საბურავების საწყობებზე. ბუნებრივია, რომ ასეთი მინისტრი მიდიოდეს თანამდებობიდან", - განაცხადა წიკალურმა.

მისივე თქმით, დღეს კრიზისი არა მარტო შსს-ში, არამედ მთელ სახელისუფლებლო ვერტიკალშია და მას სხვა მინისტრებიც უნდა მიჰყვნენ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა