ილია მეორე - არავინ იცის როდის მიგვიწვევს უფალი, ამიტომ ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის

ილია მეორე - არავინ იცის როდის მიგვიწვევს უფალი, ამიტომ ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას იური ვაზაგაშვილი მოიხსენია. პატრიარქმა ქადაგებისას კიდევ ორი გარდაცვლილი სასულიერო პირი – მეუფე თადეოზი და არქიმანდრიტი ილია ახსენა და ბრძანა, რომ არავინ იცის, როდის მიგვიწვევს უფალი თავისთან, სწორედ ამის გამო, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის.

"ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, ეს გამოცდაა და ეს ხშირად მძიმეა. ამ კვირას სამი მიცვალებული გავასვენეთ: მეუფე თადეოზი, არქიმანდრიტი ილია და ბატონი იური, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თავისი შვილის საფლავზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი რიგი. როდის მიგვიწვევს უფალი, ამის გამო, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის", - ბრძანა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია