ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა - ინფორმაცია ვახტანგ გომელაურის შესახებ

ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა - ინფორმაცია ვახტანგ გომელაურის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

იხილეთ| "ვეცდები, გავამართლო პრემიერის ნდობა და ხალხის იმედი" - გომელაურის პირველი კომენტარი შს მინისტრის რანგში

ვახტანგ გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობს. მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობამდე გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო დაცვის პოლიციაში 2002 წლიდან მუშაობდა.

შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დეტალური ინფორმაცია ვახტანგ გომელაურის შესახებ:

დაბადების თარიღი და ადგილი: 24 დეკემბერი, 1975 წ. ქ. თბილისი.

განათლება:

2001 წ. - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

პროფესიული გამოცდილება:

2013 წლიდან დღემდე - შს მინისტრის მოადგილე;

2013 წლამდე - პრემიერ მინისტრ - ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი;

2002 წ. - შსს დაცვის პოლიცია;

1994 წ. - სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.

ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა