ტატუს სალონები თბილისში, სადაც 3D ტატუს აკეთებენ - რჩევები, საუკეთესო ოსტატები და მათი ნამუშევრები (+14 PHOTO)

ტატუს სალონები თბილისში, სადაც 3D ტატუს აკეთებენ - რჩევები, საუკეთესო ოსტატები და მათი ნამუშევრები (+14 PHOTO)

ტატუირებული სხეული საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საკმაოდ აქტუალურია 3D ტატუებიც.

თუ თქვენც გადაწყვეტილი გაქვთ ტატუს გაკეთება, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გაითვალისწინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ასე გავრცელებული 3D ტატუები ჩვეულებრივი ტატუებია, რომლების გასაკეთებლად, უბრალოდ კარგი ოსტატის პოვნაა საჭირო. დანარჩენი, იქნება ეს ხატვის უსაფრთხო პროცესი, გართულებების თავიდან აცილება თუ 3D ტატუს ეფექტურობა, მთლიანად ტატუისტის ოსტატობაზეა დამოკიდებული.

1. ტატუს შინაარსი. ტატუ ეს არის თქვენ სხეულზე გამოსახული ნახატი, რომელიც თქვენს ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს. ამიტომ, ვიდრე კონკრეტულად გადაწყვეტთ, რა შინაარსის ტატუს გაკეთება გსურთ, კარგად დაფიქრდით: ხომ არ შეიცვლება თქვენი გემოვნება და ინტერესები და ხომ არ მოგბეზრდებათ ტატუ? არ ღირს ისეთი ტატუს გაკეთება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელობას ძალიან მალე დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში, უკვე იმაზე ფიქრი მოგიწევთ, როგორ მოიცილოთ არასასურველი ტატუ. ეს კი საკამოდ არასასიამოვნო პროცედურებთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული. აქვე გეტყვით, რომ ინფორმაცია დროებითი ტატუს არსებობის შესახებ მითია. თუ ოსტატის გაბრაზება არ გსურთ, ნუ სთხოვთ ე.წ. დროებითი ტატუს გაკეთებას. ის უბრალოდ, არ არსებობს.

2. სად გავიკეთო ტატუ? ვიდრე შეარჩევთ სხეულზე კონკრეტულ ადგილს, თუ სად გსურთ ტატუს გაკეთება, დაფიქრდით, ხომ არ არის ისეთი ადგილი, რომელიც ყოველ წუთს თვალში მოგხვდებათ? თუ ტატუ ზედმეტად გამოსაჩენ ადგილასაა, მან შეიძლება, სამომავლოდ კარიერულ წინსვლაშიც კი შეგიშალოთ ხელი. მაგალითად, საქართველოში, ზოგიერთი ბანკის თანამშრომლებს სამსახურში ტატუს ტარების უფლება არ აქვთ. ასევე გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ზოგ ადგილზე გაკეთებული ტატუ მალე ფერმკრთალდება. მაგალითად, თითებ შორის ადგილები, ტერფები.

3. უსაფრთხოება. ვიდრე კონკრეტულ ოსტატს შეარჩევთ, დაფიქრება გმართებთ: თქვენ სრული გარანტია უნდა გქონდეთ, რომ ტატუირების პროცესი თქვენს ჯანმრთელობას პრობლემებს არ შეუქმნის. არსებობს დიდი ალბათობა, ტატუს გაკეთების პროცესში სხვადასხვა საშიში დაავადებებით დაინფიცირდეთ. ხელსაწყოები, რომლებითაც სხეულზე ნახატები გამოჰყავთ, სტერილური უნდა იყოს. მხატვარმა მუშაობის დროს უნდა გამოიყენოს ერთჯერადი ნემსები, რომლებსაც თქვენ თვალწინ გახსნის.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია