გოგი ჭიჭინაძე: "დიახ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით დავნიშნე"

გოგი ჭიჭინაძე: "დიახ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით დავნიშნე"

ქუთაისის ოპერის თეატრის თანამშრომელთა ერთი ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოგი ჭიჭინაძეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" ესაუბრა.

-თეატრის მსახიობების მხრიდან თქვენს მიმართ გარკვეული სახის ბრალდებები გამოითქვა, მათი განცხადებით, თქვენ სექტემბრის შემდეგ, პრაქტიკულად, არ გქონიათ მათთან შეხება, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ საქმიანობაზე. რას უპასუხებთ მათ?

- ეს ყველაფერი არის სიცრუე. სექტემბრის შემდეგ არ გასულა თვე, რომ მე თეატრში არ ვყოფილიყავი. ეს შეიძლება იყოს სამი დღით, ერთი კვირით და ასე შემდეგ, თუმცა მე თეატრში ვიმყოფები. მსახიობებს რამდენიმედღიანი პაუზაც კი არ ქონიათ, რომ რეპეტიცია არ ყოფილიყო.

-ახლახან თეატრის დირექტორის მოადგილედ მაია პაქსაძე დაინიშნა. ჰქონდა თუ არა ოპერის თეატრს იმის ფუფუნება, რომ დაეშვა ახალი შტატი და აეყვანა ახალი თანამშრომელი, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით, მაშინ, როდესაც მსახიობებს არც თუ ისე სახარბიელო ანაზღაურება აქვთ.

- მაია პაქსაძე ჩვენთან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა მენეჯერად და გარდა ამისა, მას აქვს სხვადასხვა სამსახურში მუშაობის გამოცდილება, რაც თამამად მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის კარგი მენეჯერია. ოპერის თეატრს დღეს ნამდვილად სჭირდება ასეთი კადრი.

-რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პაქსაძე, "ქართული ოცნების" მიერ დაწუნებული კანდიდატურაა. ის სწორედ იმისთვის გაათავისუფლეს სამსახურიდან (ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანება), რომ ვერ ახერხებდა დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას. რამდენად მიღებულია ასეთი კადრის საჯარო სამსახურში აყვანა და ვინ გაუწია მას რეკომენდაცია?

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალბატონი მაია არის კარგი მენეჯერი, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ოპერას. ჩემთვის ნაკლებად არის საინტერესო, თუ რომელ პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს პიროვნება. მას ჩემთან რეკომენდაცია ბატონმა თორნიკემ გაუწია, ეს არ იყო ოფიციალური წარდგენა, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო.

-ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპერის თეატრში ციური გურაბანიძის მაგივრად, მის მოვალეობას მისი დედამთილი ასრულდებდა?

- ვადასტურებ ამ ინფორმაციას, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ გურაბანიძის დედამთილს არანაირი შეხება არ ჰქონია თანხებთან, ის მხოლოდ დადიოდა მოლაპარაკებებზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით.

-გიორგი სტურუას თემას შევეხები. რატომ მოხდა პირველი კურსის სტუდენტის დანიშვნა თეატრის წამყვან სოლისტად, მაშინ როცა მას ჯერ კიდევ არ გააჩნია შესაბამისი სტაჟი და გამოცდილება, ამავდროულად თეატრში არიან უკვე გამოცდილი და ღვაწლმოსილი სოლისტები? ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი პირად ინტერესებს?

- დიახ, პირადი ინტერესების გათვალისწინებით დავნიშნე, ჩემი პირადი ინტერესების გათვალისწინებით. მე მინდა, რომ თეატრს ყავდეს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა არტისტი და სოლისტი. ამ ადამიანმა სეზონის განმავლობაში სამი უზარმაზარი საპასუხისმგებლო სპექტაკლი იმღერა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ჩცდ-ის ბაქარის ულამაზესი ქორწილი პანდემიის დროს - ბუბა მირცხულავასა და მისი რჩეულის ქორწინების შთამბეჭდავი ფოტოები

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი