”ომი უკრაინაში მალე დასრულდება, ეს რუსეთის ბოლო გაფართხალებაა” - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეთაური

”ომი უკრაინაში მალე დასრულდება, ეს რუსეთის ბოლო გაფართხალებაა” - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეთაური

ქართული ნაციონალური ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გამოცემა ”გორდონთან” ისაუბრა თემაზე, თუ როგორ იმეორებს რუსეთი დონბასში აფხაზეთის სცენარს, რაც კიდევ უფრო აერთიანებს უკრაინასა და საქართველოს.

”საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ვერაფრით იმართლებს თავს პუტინთან ქართველი მებრძოლების თაობაზე, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან. ამიტომ, როდესაც ალექსანდრე გრიგოლაშვილი გარდაიცვალა და მისი სხეული საქართველოში უნდა გადაესვენებინათ, თვითმფრინავს არ აძლევდნენ საშუალებას თბილისის აეროპორტში დაფრენილიყო”, - განაცხადა მამულაშვილმა.

”საქართველოში მეუღლე, ორი შვილი, მშობლები და მრავალი ნათესავი მელოდება, მაგრამ სანამ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება, მე აქ დავრჩები. მამაჩემი გენერალია და იცის, რასაც ვაკეთებ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ, ერთად ვიყავით დატყვევებული, მასაც ძალიან უნდა უკრაინაში ჩამოსვლა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,”- ამბობს ქართული ლეგიონის მეთაური.

8 თებერვალს კიევში პატრიარქმა ფილარეტმა ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან, ორდენებით დააჯილდოვა ”თავგანწირვისა და უკრაინის სიყვარულისთვის”.

მომზადებულია gordonua.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია