ანწლი, კიბოს საპროფილაქტიკო უნიკალური საშუალება - ექიმის კომენტარი

ანწლი, კიბოს საპროფილაქტიკო უნიკალური საშუალება - ექიმის კომენტარი

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ უცხოურ საიტზე ასეთი სტატია "საოცარი მცენარე კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის" წავიკითხე. სადაც ეწერა, რომ ამა და ამ ექსტრაქტით ბულგარეთში კიბოს მკურნალობენ და უფრო მეტიც - ამ ექსტრაქტის გამოყენება 100-პროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ სრულიად განიკურნოთ როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც და ეს სულაც არ არის გამოგონილი ზღაპარი.

საუბარია საქართველოში კარგად გავრცელებულ ისეთ მცენარეზე, როგორიც არის ანწლი. მას ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად (ფაღარათის დროს). რეცეპტი მარტივია და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ექსტრაქტით მომაკვდინებელი სენისგან განიკურნენ... იქვე მისი მომზადების წესიც იყო მითითებული:

შევაგროვოთ ანწლის კენკრის მარცვლები, ჩავყაროთ ფენა-ფენა მშრალ, სუფთა მინის ჭურჭელში, დაახლოებით 1 სმ კენკრა შემდეგ შაქარი დავაყაროთ და ასე შემდეგ, ვიდრე არ გავავსებთ ბოლომდე მინის ჭურჭელს და დავდგათ 1 თვემდე გრილ ადგილას. შემდეგ მიღებული ექსტრაქტი უნდა გაიწუროს და დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ (ერთი სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ), ხოლო ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ 150 გრ. გამოხდილი წყალი. მკურნალობის კურსი 45 დღეა. ერთი თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. სამი ასეთი სეანსის შემდეგ სატკივარი ქრება.

მოკლედ, ამის შემდეგ ექიმ-თერაპევტს, თამარ მამაცაშვილს დავუკავშირდი, რომელსაც ამ თემაზე კომენტარი ვთხოვე. ქალბატონი თამარი ხალხური რეცეპტების კრებულის - "კარაბადინის" ავტორია, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მთავარი რედაქტორი და "კვირის პალიტრის" სამედიცინო რუბრიკის ავტორი:

- რამდენიმე წყარო მართლაც ადასტურებს, რომ ხალხური მედიცინა ანწლს იყენებს, როგორც კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარეს.

ზოგადად ეს არის დიდგულა, იგივე ანწლი, რომელიც მიჩნეულია როგორც ოფლმდენი, შარდმდენი, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ღვიძლის პათოლოგიების სამკურნალო საშუალებად.

თუმცა ბულგარეთის ხალხური მედიცინა, მას სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად მოიხსენიებს. დადებითი შედეგები ძირთადად კუჭისა და კანის კიბოს დროს დასტურდება, მაგრამ ინტერნეტსივრცეში ადამიანები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განკურნების შემთხვევებსაც ადასტურებენ.

ამასთან, საინტერესოა, რომ ონკოლოგიური პაციენტები განიკურნენ როგორც ოპერაციამდელ, ისე ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაშიც.

ანწლის გამოყენება ხელს არ უშლის ონკოლოგების მიერ დანიშნულ მკურნალობას. მის პარალელურად შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ.

აუცილებელია სამი კურსის ჩატარება. ნებისმიერი მკურნალობისას კი შედეგი ინდივიდუალურია (ასევე იქნება დიდგულას გამოყენებისასაც).

- მოკლედ, ბუნება ნამდვილ საოცრებებს ახდენს...

- ზოგადად ნებისმიერი დაავადების წამალი შეიძლება ბუნებაში მოინახოს და კარგი იქნება თუ ამას გავაცნობიერებთ...

- კურსში კონკრეტულად რა იგულისხმება?

- რეცეპტში მითითებულია, რომ 3 სეანსი უნდა ჩატარდეს, ანუ 3 კურსი...

სულ ბოლოს მინდა, კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ მცენარეზე:

ანწლი ყვავილოვან მცენარეთა გვარი გახლავთ ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწვერიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითელი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 - დიდგულა (შამბუცუს ნიგრა) და საკუთრივ ანწლი (შამბუცუს ებულუს), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

"დამემართა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ "ფაიზერით" ორჯერ ვიყავი აცრილი..." - რას წერს გია ნოდია

"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია" - მეუფე სტეფანე

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე