ავტორი:

"დამემართა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ "ფაიზერით" ორჯერ ვიყავი აცრილი..." - რას წერს გია ნოდია

"დამემართა კოვიდი, მიუხედავად იმისა,  რომ "ფაიზერით" ორჯერ ვიყავი აცრილი..." - რას წერს გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ორივე დოზით ვაქცინაციის მიუხედავად, კორონავირუსით დაინფიცირდა:

"მოვილიე, მგონი, ჩემი კოვიდი, რომელიც დამემართა, მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერით ორჯერ ვიყავი აცრილი. 2-3 დღე მქონდა სიცხე 38-ის მიდამოებში, ხველება და ზოგადი არაფრის თავის ქონა. ახლა დამრჩა მხოლოდ სისუსტე. თუმცა, რაკი ამ პოსტის დაწერა გავქაჩე, იმასაც ვძლევ. დიდი მადლობა ინფექციურ საავადმყოფოს, - მარიკა ტუღუშს, მაია ახვლედიანს და ყველას, ვინც ძალიან კარგად მომიარა.

რაც შეეხება ფაიზერს: ხომ წინასწარ ვიცოდი, რომ აცრა ასი პროცენტით არ გამორიცხავს ინფიცირებას… მაინც გგონია, იმ რამდენიმე პროცენტში მაინცდამაინც შენ რატომ უნდა მოხვდე? რატომ არა? ასეთია ადამიანის ბუნება: არ ველოდი და მეწყინა. თუმცა, ამავე დროს, დავრწმუნდი, რომ გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა. ძალიან დიდი განსხვავებაა.

ვიცი, რომ ჩემი პროპაგანდა არ ჭირდება ხალხს, რომ აიცრას (სადაა, თორემ კი…). მაინც უნდა დამეწერა".

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე