"რუსმა სამხედროებმა 16 წლის აფხაზი გოგონა გააუპატიურეს" - გაგრელი ქალბატონი ოკუპანტების სისასტიკეზე

"რუსმა სამხედროებმა 16 წლის აფხაზი გოგონა გააუპატიურეს" - გაგრელი ქალბატონი ოკუპანტების სისასტიკეზე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოხუმთან ახლოს, აჩადარაში, ნასვამი რუსი ჯარისკაცები, ადგილობრივ სომხებს თავს დაესხნენ და რამდენიმე ოჯახი ააწიოკეს. ერთ-ერთი ვერსიით, ოკუპანტები დასახლებულ პუნქტში ჯავშანტრანსპორტიორებით შევარდნენ და დარბეული ოჯახებიდან ოქრო, ფული და გასაყიდად გამზადებული მანდარინით სავსე მანქანაც გაიტაცეს, რომელიც გზაში გაფუჭდა და გუმისთის ხიდთან მიატოვეს.

ჩვენ გაგრიდან თბილისში, ქალიშვილთან სტუმრად ჩამოსულ აფხაზ ქალბატონს ვესაუბრეთ, რომელიც იქ არსებულ ვითარებაზე გვიყვება. ჩვენმა რესპონდენტმა გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- რუსი ჯარიკაცები რომ დათვრებიან, იარაღს სასმელზე ცვლიან, ან ნაღდ ფულზე ყიდიან, გამოფხიზლების შემდეგ კი, მეთაურობის შიშით მის დაბრუნებას ცდილობენ, რაც, როგორც წესი, მსხვერპლის გარეშე არ სრულდება. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო, რუსი სამხედროები ამტკიცებდნენ, იარაღი აფხაზებმა წაგვართვესო... თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც აფხაზები რუს ჯარისკაცებს თავს დაესხნენ და სროლები ატყდა. შედეგად ერთ-ერთი აფხაზი დაჭრეს, რადგან ის ფულის დაბრუნებას ითხოვდა. რუსი სამხედროები კი რისი მიმცემები იყვნენ.

- საქმე არ აღძრულა?

- კი, როგორც ვიცი, აღიძრა, მაგრამ საქმე საბოლოო შედეგამდე არ მისულა... არც ისე დიდი ხნის წინ, რუსმა სამხედროებმა 16 წლის აფხაზი გოგონა გააუპატიურეს. შემთხვევა სოხუმში მოხდა, აფხაზებმა სამივე მოძალადე მოკლეს, ვიცი, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილები გაასამართლეს და სასჯელს იხდიან... რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანზიაციები, მაგრამ მათ უკან, როგორც წესი, ვიღაც პოლიტიკოსი ან მაღალჩინოსანი დგას და ვერც ისინი ატეხენ სკანდალს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია