ირმა ინაშვილი ტაშით გააცილეს - წლის პირველი მასშტაბური აქცია რუსთაველზე (+ფოტორეპორტაჟი)

ირმა ინაშვილი ტაშით გააცილეს - წლის პირველი მასშტაბური აქცია რუსთაველზე (+ფოტორეპორტაჟი)

"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეკრებაზე გაჟღერებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მარტიდან ალიანსი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავს.

"ჩვენ მოვითხოვთ, "ნაციონალების" დასჯას, ზონდერ მოსამართლეების გათავისუფლებას, გახმაურებული და თაროზე შემოდებული საქმეების გახსნას", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ხალხმა უნდა დაასახელოს და არა რომელიმე ერთმა ადამიანმა.

"ჩვენ ვიბრძოდით სამართლიანობისთვის და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს ხელისუფლება თავის დანაპირებს, სამართლიანობის აღდგენას არ შეასრულებს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ირმა ინაშვილი ტაშით გააცილეს.

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ტრანსპორტის მოძრაობა ორი საათის განმავლობაში იყო შეფერხებული. "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქცია რუსთაველის მეტროსთან 15.00 საათზე დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი აქციიდან

"ინტერპრესნიუსი"

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია