4 ახალი BMW: თქვენ რომელი შეგეფერებათ? (+ VIDEO)

4 ახალი BMW: თქვენ რომელი შეგეფერებათ? (+ VIDEO)

BMW-ს პოპულარობა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც უსაზღვროა. თქვენ წინაშეა ბავარიული კონცერნის ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი ახალთახალი მოდელი. ”ოქროს საჭის” ფინალურ ტესტებზე ჩვენ ოთხივე მათგანს განსაკუთრებით დავაკვირდით.

ვფიქრობ, საიდან დავიწყო და ვხვდები, რომ პირველ რიგში BMW-ს პოპულარობას უნდა გავუსვა ხაზი, რადგან ”ოქროს საჭის” ფინალურ ტესტებზე 2014 წლის 20 ახალთახალი მოდელი გავტესტე და ხომ უნდა გავცე პასუხი კითხვას, რატომ ავირჩიე მთავარ თემად მაინცდამაინც BMW-ს ის უახლესი მოდელები, რომლებიც ოთხივე სატესტო კლასში საავტომობილო ოსკარებისთვის იბრძოდნენ. და როგორ უნდა გადმოიცეს BMW-ს პოპულარობა ისე, რომ ”მერსედესის”, ან სხვა მარკების მოყვარულებს არაფერი ეწყინოთ? ვერაფერს იტყვი, საკმაოდ დიდი თავსატეხია, თუმცა არსებობს გამოსავალი: ფეისბუქი! BMW-ს კლუბის გვერდს საქართველოში - /// BMW Club Georgia... (OFFICIAL) – ამ წუთას 154 849 მოწონება აქვს. 154 849!!! რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ფეისბუქის გარეშე?..

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია