ბრალდებული: "კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე "სნოს" ბოთლი მირტყა"

ბრალდებული: "კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე "სნოს" ბოთლი მირტყა"

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული გიორგი კ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ კალანდაძეს და ასპინძის რაიონული სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე კენჭოშვილს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ბალდებულმა 2 თებერვალს, ახალციხის რაიონული სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი ჩვენებით, იგი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ იმ ადგილას სცემა, სადაც დააკავეს. "კალანდაძე დადიოდა და ყვიროდა, რომელი ხართ კაპანაძეო. როცა ვუთხარი, რომ მე ვიყავი, ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი, შავი ფეხსაცმლით, მერე "სნოს" ბოთლი მირტყა. კენჭოშვილს რომ ვუთხარი, იარაღი ჩემი არ არის-მეთქი, მაშინ გამისწორდა ფიზიკურად", - განაცხადა ბრალდებულმა.

მისივე თქმით, მან ცემის შემდეგ გონება დაკარგა: "აზრზე რომ მოვედი, სახეზე ყინული მედო".

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იმის აღიარებას სთხოვდნენ, რომ იარაღი მისი იყო: "კიდევ სხვა რაღაცეების აღიარებასაც სთხოვდნენ, ამ ყველაფერს ბრალდებული სასამართლოში დაკითხვისას იტყვის".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ