ნონეშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს

ნონეშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს

თბილისში, ნონეშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. სერვისცენტრის დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია. ჯერ ცნობილი არ არის, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა თანხის წაღება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ