”მაგთიკომმა” აბონენტებს ინტერნეტმომსახურება გაუუქმა

”მაგთიკომმა” აბონენტებს ინტერნეტმომსახურება გაუუქმა

"მაგთიკომმა" კორპორატიულ კლიენტებს ინტერნეტპაკეტები გაუუქმა. როგორც bpn.ge-სთან საუბრისას საჯარო უწყებაში დასაქმებულები აცხადებენ, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით დღეს მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინტერნეტმომსახურება შეუჩერდათ და ახალი პაკეტი უნდა შეიძინონ. მომხმარებლები აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეიძინონ ახალი პაკეტი, მაშინ როცა სერვისით სარგებლობის ვადა არ ამოწურულა.

"გაცნობებთ, რომ 2014-2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი ინტერნეტ, SMS და წუთობრივი პაკეტები გაგიუქმდათ. შეიძინეთ ახალი პაკეტები 2015-2016 წლის ტენდერით გათვალისწინებული პირობებით. ფასები უცვლელია", - ეს არის ის შეტყობინება, რომელიც კომპანიამ დღეს გაავრცელა.

ამას მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა, რომელთაც "მაგთიკომის" შეტყობინებები "ფეისბუქის" საშუალებით გააპროტესტეს. უკმაყოფილო მომხმარებლებს "მაგთი" "ფეისბუქის" საშუალებითვე პასუხობს. როგორც "მაგთის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, შეტყობინებები, რომელიც "მაგთის" აბონენტებს დაეგზავნათ, საინფორმაციო ხასიათისაა.

bpn.ge "მაგთიკომს" დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიაში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია