თბილისის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, 5 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, სამტრედიის, ბაგრატიონის, თევდორე მღვდლის, ფოთის და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს. ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო კი, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს. კომპანია "თელასი" მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია