ქართლოს ნატროშვილი ბიძინა ივანიშვილს სერიალში გადაღებაზე არ თანხმდება

ქართლოს ნატროშვილი ბიძინა ივანიშვილს სერიალში გადაღებაზე არ თანხმდება

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის პერიოდზე სერიალის _ "9+1" გადაღება დაანანოსა, გაჩნდა ინტერესი, თუ ვინ შეასრულებს ყოფილი პრეზიდენტის როლს.

ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ როლზე შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის პაროდისტმა, ქართლოს ნატროშვილმა მიიღო და მას თითო სერიაში ძალიან დიდ თანხას - 10 000 ლარს გადაუხდიანო. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ცოტათი არადამაჯერებლად ჩანდა, ქართლოს ნატროშვილს მაინც დავუკავშირდი:

- ვეღარ ვთვლი უკვე, დღეს რამდენმა ჟურნალისტმა დამირეკა.

- შენზე ისეთი ამბავი გავიგე, მგონი მალე ფულის დათვლაც გაგიჭირდება.

- უკვე ვიცი, რაც უნდა მკითხო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემთვის არავის დაურეკავს და არაფერი შემოუთავაზებია.

- რა იცი, რა ხდება? იქნებ ამ დღეებში შემოგთავაზონ?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია