მურთაზ ზოდელავა - ვისაც გვჯერა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ

მურთაზ ზოდელავა - ვისაც გვჯერა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ

ვისაც გვჯერა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ მათ, ვისაც ამის არ სჯერა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის შემდეგ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

ზოდელავა სასამართლო პროცესს ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი პროცესის შემდეგ გაუმყარდა რწმენა, რომ "ქართული ოცნება" ჟვანიას საქმის გაწელვას ცდილობს. კერძოდ, მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი მოიპოვა აღნიშნულ საქმეში და ჟვანიას საქმის გამოყენებით, დივიდენდების მოპოვებას აგრძელებს.

"ქართული ოცნება" ცდილობს გაახანგრძლივოს ეს პროცესი. ვერაფერი მოიპოვა ამ უბედურ შემთხვევაში და ცდილობს მის გამოყენებას დივიდენდებისთვის. დროა, "ქართულმა ოცნებამ" თქვას, რომ ატყუებს საზოგადოებას", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ