მართვის მოწმობა თეორიის გარეშე? სისულელეა!

მართვის მოწმობა თეორიის გარეშე? სისულელეა!

ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ თებერვალში მართვის მოწმობის აღება თეორიული გამოცდის გარეშე და პირდაპირ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებით იქნება შესაძლებელი , სიმართლეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება. ინტერნეტში გავრცელებული ჭორი საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ უარყო.

"სსიპ - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღება 2015 წლის 6 თებერვლიდან 26 თებერვლამდე შესაძლებელია თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე, სიმართლეს არ შეესაბამება. მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები მიმდინარეობს უცვლელი წესით." - ნათქვამია შსს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.

autobild.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ