პარლამენტის წევრები დღეს ფეხბურთს ითამაშებენ

პარლამენტის წევრები დღეს ფეხბურთს ითამაშებენ

საპარლამენტო დელეგაცია დღეს ოფიციალური მიწვევით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მინი ფეხბურთის ჩენპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ერთმანეთს შეხვდებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

დეპუტატ შოთა ხაბარელის თქმით, ქართული მხარე 13 კაციანი დელეგაციით იქნება

წარმოდგენილი. "მე გახლავართ დელეგაციის ხელმძღვანელი. ვითამაშებთ მინი ფეხბურთს, თუმცა ცოტა მოზრდილი სტადიონია. რვა კაცით დაკომპლექტებული გადის პირველი შემადგენლობა და მასში იქნება ორი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე და თემურ ჩხაიძე. იქნება ზურაბ ზვიადაურიც. ვფიქრობ, რომ კარგი ნაკრები გამოვა. საქართველო ამ ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ გუნდში ,,ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ იქნება, თუმა შეთავაზება ჩვენ მათ გავუგზავნეთ"-განაცხადა ხაბარელმა ჟურნალისტებთან.

იმის გამო, რომ დეპუტატეტბის ნაწილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება ფეხბურთის სათამაშოდ, დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა არ ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა