მეცნიერებს ხელფასები 150-200 ლარიდან 700-800 ლარამდე გაეზარდათ

მეცნიერებს ხელფასები 150-200 ლარიდან 700-800 ლარამდე გაეზარდათ

მეცნიერებს ხელფასები 150-200 ლარიდან 700-800 ლარამდე გაეზარდათ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. საბჭოს სხდომა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. თამარ სანიკიძის თქმით, კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს დაკომპლექტებაზე მსჯელობა დიდი ხანი მიმდინარეობდა. "კვლევებისა და ინოვაციების საბჭო არის ისეთი ფორმატი, რომელიც არსებობს ევროპაში, სადაც მიიღება კვლევების, მეცნიერების, ინოვაციის შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილებები", - განმარტა სანიკიძემ. მისივე თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან მეცნიერების კვლევითი დაწესებულებების ხელფასები 2,5-ჯერ გაიზარდა.

"მეცნიერთა მიზერული ხელფასები, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში, ამდენი წლის შემდეგ მოგვარდა", - განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, მეცნიერების ხელფასები, რომელიც აქამდე 150-200 ლარი იყო 700-800 ლარიან შრომით ანაზღაურებამდე გაიზარდა."ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის იმისთვის, რომ რეალურად მოხდეს მეცნიერების პოპულარიზაცია, შესაბამისი სამუშაო პირობები შეიმქნას და რაც მთავარია, ახალგაზრდა მეცნიერები მოვიწვიოთ ამ სფეროში იმისთვის, რომ ინტენსიურად ვიმუშაოთ", - განაცხადა სანიკიძემ.

განათლების მინისტრის თქმით, ასევე განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები, რომელიც ეხება მეცნიერების სტატუსის განსაზღვრას, რასაც დღეს კანონი არ განსაზღვრავდა. ამასთან, მეცნიერების დაახლოება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესთან, დოქტორანტების აღზრდა და ა.შ. "ძალიან კონკრეტული, მაგრამ საკმაოდ ამბიციური გეგმაა. ვფიქრობ, შესრულებადია, იმიტომ, რომ დიდი ნაწილი უკვე გაკეთდა", - აღნიშნა სანიკიძემ. კვლევებისა და ინოვაციების საბჭოში მთავრობის წევრები, მეცნიერები და ბიზნესწარმომადგენლები შედიან. საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა