ეკა ბესელიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალი სასამართლოში გადაინაცვლებს - დაპირისპირების მეორე დღე

ეკა ბესელიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალი სასამართლოში გადაინაცვლებს - დაპირისპირების მეორე დღე

"ვნახე ნანუკა ჟორჟოლიანის მედიასაშუალებით მომზადებული ცილისმწამებლური და მოგონილი სიუჟეტი. უკვე ცხადია, ვინც მოიგონა ეს ამაზრზენი, სასაცილო ტყუილი და ვითომ ჟურნალისტების სახელით განახორციელა", _ ამბობს "რეზონანსთან" ინტერვიუში დეპუტატი ეკა ბესელია.

მისი თქმით, "ფრეშ ნიუსის" სიუჟეტში ასახული ამბავი, თითქოსდა მისი შვილი ფოთის ფინანსური პოლიციის უფროსსა და პროკურორს ყოფილი მერის, დავით სარსანიას დაკავებას კატეგორიულად სთხოვდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ კი მან ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ბუკია ჩანგლით დაჭრა, აბსურდი და სიცრუეა. დეპუტატი კატეგორიულად აცხადებს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"რეზონანსი": რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმცაია, რომ თქვენს შვილსა და ფოთის ფინანსური პოლიციის უფროსს შორის კონფლიქტი მოხდა?

ეკა ბესელია: სრული სიცრუე და მარაზმია, რაც ნანუკა ჟორჟოლიანის მედიასაშუალებით იქნა გავრცელებული. ეს ყვლაფერი უკვე ყველანაირი ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ნორმებს სცდება.

სიუჟეტში არ არის და ვერ აჩვენებენ ე.წ. დაშავებულ ადამიანს, რომელიც თითქოსდა ჩემმა შვილმა დაჭრა. რატომ არ არსებობს ასეთი პერსონა?!

სიუჟეტში კონფლიქტის რა თარიღსაც ასახელებენ, იმ დროს ფოთში ჩემი შვილი კი არა და ჩემი ძმაც არ იმყოფებოდა.

სიუჟეტიდან ამოღებულია დათო ბუკიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ტყუილია და მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია, ხოლო ჩემი შვილი ერთი თვეა, არ უნახავს.

"რ": სიუჟეტში "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი მარინა ღლონტი თქვენ გადანაშაულებთ იმაში, რომ ფოთში ტენდერების წაგების გამო ფოთის ყოფილ მერს, დავით სარსანიას დაუპირისპირდით...

ე.ბ.: მე ერთი წლის წინ მოვითხოვე გამოძიების დაწყება უკანონო ტენდერების ჩატარებაზე და ამ მოთხოვნით მივმართე ყველა უწყებას. სარსანია ახალაიას დროს კუდ-ის უფროსი იყო. ამიტომაც ის პასუხისმგებელია ამ უკანონო ტენდერების ჩატარებაში, სხვა პირებთან ერთად. მათ შორის მარინა ღლონტიც. მის მიმართაც კითხვები არსებობს.

კანონი მოითხოვს ტენდერები ჩატარდეს კანონიერად და ვინც სჩადის ამ უკანონობას, ის ცდილობს თავის დაცვას ყველა მეთოდის გამოყენებით. ეს იაფფასიანი ტრიუკიც ამიტომ მოიგონეს. "რეალ ტივის" მსგავსი ხელწერაა.

მე, სხვებისგან განსხვავებით, ვაპირებ ყველა ასეთ ფაქტზე სასამართოს წესით პასუხი ვაგებინო, რათა ვაიძულო მედიის სახელით მოლაპარაკე ადამიანები, რომ ეთიკის და კანონის ნორმებს დაექვემდებარონ.

თუ ეს არავინ არ გააკეთა, ცოტა ხანში ვინ არის ჟურნალისტი და ვინ ზონდერი ვეღარ გაარჩევთ.

"რ": ფოთის ყოფილ მერს, დავით სარსანიას კონკრეტულად რა უკანონო ტენდერის ჩატარებაში სდებთ ბრალს?

ე.ბ.: პირველ რიგში, მე, როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ვალდებული ვარ, როდესაც თვითმმართველობაში კანონდარღვევას ვხედავ, რეაგირება მოვითხოვო.

მთავრობამ გამოყო თანხა ფოთისთვის ჩვენი თხოვნით, რომ გზა, ტროტუარი, სტადიონი და ფასადები გაკეთდეს. ხოლო ეს გამოყოფილი თანხა ხმარდება სხვა ინტერესს. ბუნებრივია, ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ. ხალხი ხედავს, რომ არც ერთი პროექტი ბოლომდე არ დასრულებულა, ამიტომაც გამოძიება ბოლომდეა მისაყვანი.

"რ": თქვენ ახსენეთ, რომ სამართლებრივი ბერკეტით მოახდენთ ამ ფაქტზე რეაგირებას. კონკრეტულად რას გულისხმობთ?

ე.ბ.: ის, ვინც ცილისწამებითაა დაკავებული და ავრცელებს ცრუ ფაქტებს და უკვე მერამდენედ უსინდისოდ ჩემს შვილს თავს ესხმიან, ბუნებრივია, მასზე სამართლებრივი გზით რეაგირებას მოვახდენ.

მე იურისტი ვარ და საკანონმდებლო ორგანოს წევრი. ამიტომაც პირად გარჩევებს არ ვაპირებ. კანონი კარგად ვიცი და ბევრ ადამიანს მივეხმარები, ვინც ასეთი ზონდერ ჟურნალისტების მსხვერპლია.

ელზა პაპოშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია