"ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან, იქ რა მოხდა" - ნიკა რურუა ტრაგედიის ადგილზე არსებულ "უხერხულ სცენაზე"

"ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან, იქ რა მოხდა" - ნიკა რურუა ტრაგედიის ადგილზე არსებულ "უხერხულ სცენაზე"

"ქართული ოცნება" დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს და საზოგადოებაში მხოლოდ სიძულვილის გაღვივებას ცდილობს - ხელისუფლებას უნდა, რომ ადამიანები მონურ მორჩილებაში ამყოფოს და ხალხი რეპრესიების საშუალებით მართოს. ბიძინა ივანიშვილი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციებს კომპრომატების გამოქვეყნებითაც დაემუქრა, მსგავსი განცხადებები კი, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს აზიანებს და დემოკრატიულობის განვითარებას ხელს უშლის"- ამბობს საზოგადოება "ივერიას" დამფუძნებელი ნიკა რურუა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას. ამავე ინტერვიუში ყოფილი მინისტრი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არა მკვლელობა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომლის სრული ვერსია "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

- პარადოქსულია, რომ ხელისუფლებას ამ სიტყვებით დღეს თქვენ აფასებთ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ოპონენტების პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ განცხადებებსა თუ ქვეყანაში 300 ათასი მსჯავრდებულის არსებობაზე წლების წინ არაფერს ამბობდით.

- დიახ, მაგრამ ეს ყველაფერი სიცრუე იყო. "ოცნება" ხელისუფლებაში სწორედ სიცრუის ტირაჟირებით და დღესაც იგივე კამპანიას აგრძელებს, თანაც პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნისა და სასამართლო პროცესებით საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს, თუმცა მსგავსი სპექტაკლები არც ეკონომიკას უშველის და ვერც მოქალაქეების კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

- დააზუსტეთ, რომელი იყო დადგმული სცენა - ირაკლი ფირცხალავას სასამართლო პროცესი ე.წ. კორტების სპეცოპერაციისთვის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო განხილვა თუ ზურაბ ჟვანიას საქმის გაყალბებისთვის პროკურორების დაკავება?

- როცა დაზარალებულის ოჯახის წევრს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ, გაუმართლებელია. ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გახსნაზე ლაპარაკი კი, უტიფარი ტყუილია. ამ საქმეში არაფერია გასახსნელი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის - ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა გულუბრყვილო მსმენელს თავბრუს ახვევენ და ატყუებენ. ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან იქ რა მოხდა და არავინ ავრცელებს ხელოვნურად სიბინძურეებს, როგორც ამას ზოგიერთები აღნიშნავენ. იქ უხერხული სცენა იყო, რაზეც ხალხს ურჩევნია არ ილაპარაკოს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა