უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს

5 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს.

აღნიშულთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. საინიციატივო ჯგუფში შემავალი 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ სამართლიანობისა და კანონის უზანაესობის რეალურ გარანტად სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაა საჭირო.

"საქართველოში გამჭვირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ისევე, როგორც საერთო სასამართლოების სისტემის სრულფასოვანი, საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული რეფორმირებისათვის უაღრესად საჭიროა მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და ლეგიტიმაციის მქონე თავმჯდომარის შერჩევა.

წინა წლებში სწორედ სასამართლო გვევლინებოდა მმართველი პოლიტიკური ელიტისა და მასთან ასოცირებული ჯგუფების ინტერესების გამტარებლად და შესაბამისად არ ითვალისწინებდა ან უმეტეს შემთხვევაში იგნორირებას უკეთებდა საქართველოს რიგითი მოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესებს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანა დოლიძე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ანა დოლიძე 2004-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. "ანა დოლიძეს გამოვლენილი აქვს პრინციპულობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისხლის სამართალში მხარეთა თანასწორობის და ბრალდებულთა უფლებების დაცვის, საკუთრების უფლების გარანტიის, გამოხატვის თავისუფლების დაცვის, სასჯელაღსრულებითი სისტემის გამჭვირვალობასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მრავალ საჯარო საკითხთან დაკავშირებით. ანა დოლიძე გამოირჩევა პროფესიონალიზმით და უმაღლესი იურიდიული კვალიფიკაციით. ამჟამად ანა დოლიძე სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს კანადაში, არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და სამართლის დარგში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ატარებს ლექცებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში", - აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა-მრავალეროვანი საქართველო, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა, მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველო და ტრანსცენდ-საქართველო აწერენ ხელს.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 23 თებერვალს ეწურება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები