"ჩემი ძმა თქვენნაირ ნარკომანებს იჭერდა"- დაპირისპირება "რეაქციაში"

"ჩემი ძმა თქვენნაირ ნარკომანებს იჭერდა"- დაპირისპირება "რეაქციაში"

ამისთანა კაცმაცუნებს არ ველაპარაკები, - ასე მიმართა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, გიორგი ცააძის დამ უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძეს, რომელიც გადაცემა "რეაქციაში" ვაზაგაშვილების მკვლელობასთან დაკავშირებით საუბრობდა. ყოფილი პოლიციელის დის გამოსვლაზე კაკაბაძის პასუხს ირინა ცააძის ვაჟის რეპლიკა მოჰყვა, რამაც კაკაბაძესა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

"ძალიან გთხოვთ ჩემ სახელს ნუ ახსენებთ, ამისთანა კაცმაცუნებს არ ველაპარაკები, ჩემი ძმა არის კაცი და ჩემი ძმა არის პროფესიონალი, ამისთანა კაცმაცუნებთან მე საქმე არ მაქვს, თქვენ ჩემ შვილს ზონდერი უწოდეთ, ზონდერი ხართ თქვენ და ნარკომანი, რომელსაც ჩემი ძმა იჭერდა",-განაცხადა ირმა ფირცხალავამ.

დაპირისპირების შემდეგ ირაკლი კაკაბაძემ სტუდია დატოვა.

იხილეთ ვიდეო

რას წერს The Guardian-ი კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ

"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე

LIVE: "360 გრადუსი" - ბიძინა კულუმბეგოვი, მომღერალი სოფო ბედია