"პოპულის" აფერამ ასეულობით ადამიანი უსახსროდ დატოვა" - რომელი დეპუტატი დგას "ფუდმარტის" უკან?

"პოპულის" აფერამ ასეულობით ადამიანი უსახსროდ დატოვა" - რომელი დეპუტატი დგას "ფუდმარტის" უკან?

ახლო წარსულში "პოპულის" სუპერმარკეტებს თბილისის არაერთ უბანში წააწყდებოდით, ამ მაღაზიების ქსელი ქალაქში საკმაოდ პოპულარული იყო. დღეს კი, ყოფილი ბიზნესპარტნიორები "პოპულს" სასამართლოში უჩივიან. როგორც მოდავეები ამტკიცებენ, "პოპულმა" ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით, თავისი ქონება "ფუდმარტს" გადასცა. ოფიციალური ინფორმაციით, ახალმა მფლობელმა 2013 წელს "პოპულისა" და "იოლის" აქტივები 25 მილიონ დოლარად შეისყიდა, სადღეისოდ კი, სუპერმარკეტების ქსელ "ფუდმარტის" შეძენას მულტინაციონალური ბრენდი შPAღ-ი აპირებს, თუმცა ამ ახალ გარიგებას მომჩივანთა სიმრავლე აფერხებს. აქვე უნდა ითქვას, რომ "ფუდმარტი" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატის, არჩილ გეგენავას სახელთან არის დაკავშირებული.

ადვოკატი ბონდო ყიფიანი დაზარალებულთა ინტერესებს წარმოადგენს. ის ამტკიცებს, რომ "პოპულის" აფერის შედეგად არაერთი ადამიანი დაზარალდა და უსახსროდ დარჩა. დაზარალებულთა შორის არიან ცნობილი ფირმები -"კუმისი", "კოდა", "სოლედო", "ენგადი", რომელიც "ნაბეღლავის" დისტრიბუტორია და სხვები... ბონდო ყიფიანმა "ფეისბუქში" სპეციალური ვებგვერდიც კი შექმნა, რომელსაც "პოპულ-ფუდმარტის" აფერა ჰქვია. "პოპული უდრის ფუდმარტს და ფუდმარტი - პოპულს - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება!" - წერს თავის გვერდზე ბონდო ყიფიანი, რომელმაც "პოპულში" მომხდარი საეჭვო გარიგებების შესახებ გვიამბო:

- 2013 წლის 10 დეკემბრამდე სააქციო საზოგადოება "პოპულმა" მიმწოდებლების სოლიდური დავალიანება დააგროვა, საუბარია 200-მდე კრედიტორზე, მათი ჯამური დავალიანება კი, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს. დაზარალებულთა მცირე რაოდენობამ იდავა და მიაღწია კიდეც შედეგს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ანუ 2013 წლის 10 დეკემბერს, "პოპულმა" მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება სააქციო საზოგადოება "ფუდმარტს" გადასცა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ "პოპულშიც" და "ფუდმარტშიც" ერთი და იგივე ხალხი დარჩა: სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ადმინისტრაცია, დირექცია - ამ სტრუქტურების შემადგნელობა დღესაც თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. მოკლედ, "ფუდმარტის" დამფუძნებლები იგივე ხალხია, რომელმაც თავის დროზე 'პოპული" დააფუძნა, დირექტორიც კი ერთი ჰყავდათ- დანიის მოქალაქე ეზბერნ ემბორგი. მიუხედავად ამისა, "ფუდმარტმა" "პოპულის" ვალების გასტუმრების ვალდებულება მაინც არ იკისრა.

ბონდო ყიფიანის თქმით, "პოპულის" ანუ "ფუდმარტის" წარმომადგენლები მხოლოდ იმ ადამიანებს ურიგდებიან, ვინც იბრძვის და მათ სასამართლოს წესით უჩივის, ხოლო ვინც უმოქმედოდაა, იმათთვის თავს არავინ იწუხებს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია